22 დეკემბერი 2024,   05:34
ვრცლად
ომბუდსმენი იუსტიციის მინისტრს მიმართავს, ცვლილებები შეიტანოს ბრძანებაში, რომელიც "უცხოური გავლენების შესახებ" კანონიდან გამომდინარეობს

სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს მიმართავს, ცვლილებები შეიტანოს ბრძანებაში, რომელიც "უცხოური გავლენების შესახებ" კანონიდან გამომდინარეობს. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც ეხება რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენის და მონიტორინგის წესის“ დამტკიცებას.

ომბუდსმენის მიმართვაში ვკითხულობთ, რომ მონიტორინგის დადგენილი მექანიზმი, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების დეკლარაციებში მითითებული ფიზიკური პირების, მათ შორის, დასაქმებულთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ არ უნდა გამოქვეყნდეს.

დღის ამბები