22 დეკემბერი 2024,   05:47
ვრცლად
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თანამდებობა დატოვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თანამდებობა დატოვა. განცხადება რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა გააკეთა და სოციალურ ქსელში კულებას განცხადება გამოაქვეყნა.

როგორც სტეფანჩუკი წერს, განცხადებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

თანამდებობა დატოვა ასევე გუშინ სამმა მინისტრმა - სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ოლექსანდრ კამიშინი, იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა და გარემოს დაცვის მინისტრი რუსლან სტრილეტსი. გადადგომის შესახებ განცხადება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამაც დაწერა.

დღის ამბები