22 დეკემბერი 2024,   10:05
ვრცლად
გამოძიების დასრულებამდე, ვინმეს დამნაშავედ გამოცხადება და სპეკულაცია ტრაგედიაზე, დაბალი პოლიტიკური კულტურის შედეგია - პაატა მანჯგალაძე

წყალტუბოში მომხდარი ტრაგედია პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემად რჩება. "ქართული ოცნება" ოპოზიციის მხრიდან განსხვავებული აზრის დევნასა და ბულინგზე საუბრობს, ოპოზიცია კი სახელისუფლებო პარტიას თემით სპეკულაციაში ადანაშაულებს.

"პოლიტიკური პროცესები იყო ყოველთვის პოზიტიური - დაარსების დღიდან მოყოლებული, აღმშენებლობაზე ვსაუბრობდით. ჩვენთან, ორგანიზაციულად არანაირად არ ყოფილა დაკავშირებული ეს შემთხვევა, ამიტომაც, ბუნებრივია, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე, ადამიანის დამნაშავედ გამოცხადება და ტრაგედიით მანიპულირება დაბალი პოლიტიკური კულტურის შედეგია.

"სიძულვილის ენამ გამოიწვია ადამიანებს შორის სამოქალაქო დაპირისპირების გაღრმავება, ეს ფაქტია და მეორე - გამოძიების დასრულებამდე, ვინმეს დამნაშავედ გამოცხადება და სპეკულაცია ტრაგედიაზე, ვფიქრობ, დაბალი პოლიტიკური კულტურის შედეგია. ჩვენ არ გავაგრძელებთ ამაზე სპეკულაციას, ეს ჩვენთვის მიუღებელია. საერთოდ არ გვინდა პოლიტიკურ საკითხში შემოვიტანოთ ადამიანის ტრაგედია," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, თვითმხილველების თქმით, ერმილე გიგიაძე "ქართული ოცნების" შტაბში იმყოფებოდა, როდესაც გარედან ხმაური მოესმა. გარეთ გასულს, მას "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი დახვდა, რომელიც შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა. "ქართული ოცნების" წევრი ცუდად გახდა და ადგილზე დაიღუპა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები