პარიზის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული სამშობლოში დაბრუნდა. მას წარმატება კულტურისა და სპორტის მინისტრმა და სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა, ნინო სალუქვაძემ მიულოცეს. სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლებიც.
ლადო ჭინჭარაულმა პარალიმპიადაზე მეორედ იასპარეზა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ქართველი პარამსროლელია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო.