12 ოქტომბერი 2024,   15:48
ვრცლად
"ჰელსინკის კომისია ამბობს, რომ მთელი ქოლცენტრები კონტროლდება "ქართული ოცნების" მიერ. ვფიქრობ, ზუსტად ამაზე უნდა ჰქონოდა რეაგირება პროკურატურას" - ხატია დეკანოიძე

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება - "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ამასთან, მათი თქმით, ჰელსინკის კომისიის დასკვნას ენდობიან, რომელიც მათივე განცხადებით, ამბობს, რომ ქოლცენტრები სრულად მმართველი გუნდის მიერ კონტროლდება.

"გავლენიანი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მხრიდან აღიარებული ჰელსინკის კომისია ამბობს, რომ მთელი ქოლცენტრები კონტროლდება "ქართული ოცნების" მიერ. მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ამაზე უნდა ჰქონოდა რეაგირება ნორმალურ პროკურატურას," - აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პლატფორმა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. უწყების ცნობით, ქოლცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დისა და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

 

 

დღის ამბები