"რუსთავი 2-ის" ოპერატორის, გოჩა რამიშვილის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის 6 სექტემბერს "რუსთავი 2-ის" ოპერატორი შავნაბადას მიდამოებში ვიდეო გადაღების პროცესში "ბრმა ტყვიას" ემსხვერპლა. გოჩა რამიშვილის კარიერა "რუსთავი 2-ის" დაბადებასთან ერთად, 1994 წელს დაიწყო. მაშინ ის 17 წლის იყო.
ტელეკომპანია "რუსთავი 2" ყოველწლიურად გოჩა რამიშვილის სახელობის კონკურსს აწყობს, რომელშიც ოპერატორები მონაწილეობენ.