22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
"ეს ტრაგედია გამოწვეულია სწორედ იმ ლიბერალური ფაშიზმით, რომელსაც ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია და რადიკალური "ენჯეო" - ლევან მაჭავარიანი

"ქართული ოცნების" წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, წყალტუბოში დატრიალებული ტრაგედია "ლიბერალური ფაშიზმით" არის გამოწვეული. მისივე თქმით, მომხდარზე თავისი წილი პასუხისმგებლობა იმ დონორმა ორგანიზაციებმაც უნდა აიღონ, რომლებიც ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივებას აფინანსებენ.

"ეს ტრაგედია გამოწვეულია სწორედ იმ ლიბერალური ფაშიზმით, რომელსაც ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია, რადიკალური "ენჯეო" და მე აღვნიშნე, რომ ამაში დამნაშავეები არიან მათი დონორი ორგანიზაციებიც. მათაც უნდა იგრძნონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ლიდერები წერილობით, შეხვედრებზე, ყველანაირ პლატფორმაზე აფრთხილებდნენ დონორ ორგანიზაციებს, რომ ჩაერიონ ისეთი ტიპის დაფინანსებებში, რომელიც აღვივებს რადიკალიზმს საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს ასეთი ტიპის დაპირისპირებებს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები