13 ოქტომბერი 2024,   01:41
ვრცლად
[VIDEO] აშშ-ში ქარიშხლისგან დაზიანებული ცათამბჯენი ააფეთქეს

აშშ-ში, ლუიზიანას შტატში, ქარიშხალ "ლორასა" და "დელტასგან" დაზიანებული ცათამბჯენი ააფეთქეს, რომელიც ერთ დროს ქალაქ ლეიკ-ჩარლზის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ცათამბჯენი, თითქმის 4 წლის განმავლობაში, დაცარიელებული იყო. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

"ჰერცის" კოშკში, დანგრევის სპეციალურმა ჯგუფმა აფეთქებების სერია მოაწყო, რის შემდეგაც შენობა რამდენიმე წამში ჩამოინგრა. აფეთქების შემდეგ, ცათამბჯენისგან 5-სართულიანი სახლის სიმაღლის ნანგრევების გორა დარჩა.

შენობა, რომელიც Capital One Tower-ის სახელით იყო ცნობილი, 40 წლის განმავლობაში, ქალაქის მთავარს სიმბოლოდ მიიჩნეოდა. 2020 წლის ქარიშხლების სერიის შედეგად, შენობა სერიოზულად დაზიანდა და ის სამშენებლო ბრეზენტით დაიფარა.

წლების განმავლობაში, შენობის მფლობელი კომპანია Hertz Investment Group-ი აცხადებდა, რომ, სადაზღვევო კომპანიასთან საკითხების მოგვარების შემდეგ, შენობას აღადგენდა, რის ღირებულებაც 167 მილიონ დოლარს შეადგენდა. საბოლოო ჯამში, შენობის დანგრევა გადაწყდა.

 

 

დღის ამბები