17 სექტემბერი 2024,   02:53
ვრცლად
ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს, რომელმაც დეა კულუმბეგაშვილის პრიზი გამოაცხადა, ასევე ქართველი დიზაინერის კაბა ეცვა - ემოციური კადრები დაჯილდოებიდან

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "აპრილი" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ფესტივალზე ფილმის პრემიერას, რეჟისორთან ერთად, მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები – ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ესწრებოდნენ.

იზაბელ იუპერს, რომელმაც ქართველი რეჟისორის პრიზი გამოაცხადა, ასევე ქართველი დიზაინერის - დემნა გვასალიას მიერ შექმნილი კაბა ეცვა.

ფილმი მეან ქალზე გვიყვება, როლს ია სუხიტაშვილი ასრულებს, რომელიც თანასოფლელებს ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაში ეხმარება. ნამუშევარი მთავარ საკონკურსო სექციაში, 21 ფილმს შორის მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ მთავარ კონკურსში ქართული ფილმები მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხვდა. ჯერ იყო 1992 წელს ლანა ღოღობერიძის "ვალსი პეჩორაზე" და შემდეგ 1996 წელს, ოთარ იოსელიანის "ყაჩაღები".

ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომი პედრო ალმოდოვარს გადაეცა, ფილმისთვის "მეზობელი ოთახი".

დღის ამბები