ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) სპორტის რედაქცია ქართველი მეკარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მაუწყებელი გიორგი მამარდაშვილისა და ეროვნული ნაკრების გულშემატკივრების ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც თან ტექსტიც ერთვის.
"გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც მომავალ ზაფხულს ლივერპულს შეუერთდება, გასულ ღამით, ჩეხეთის 4-1-ით დამარცხების შემდეგ, ქართველ გულშემატკივრებთან ერთად იზეიმა", - ვკითხულობთ პოსტში.