"ნაციონალური მოძრაობა" ცესკოს ეუთო-ოდირის რეკომენდაციების დარღვევაში ადანაშაულებს. მიზეზი საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესია.
თამარ კორძაიას მტკიცებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ კომისიები გაუმჭვირვალე პროცედურებით დააკომპლექტა, რაც, მისივე მტკიცებით, არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს.
"არც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არც საოლქო კომისიებმა არ გაითვალისწინეს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის არაერთგზის დასკვნა, რომელშიც ისინი ცალსახად უსვამდნენ ხაზს, რომ ქვედა დონის საარჩევნო ორგანოების წევრების კრიტერიუმების გაძლიერება, დაკომპლექტება და შერჩევის პროცესის დროს არჩეულ კომისიის წევრებს შორის, მთელი საქართველოს მასშტაბით, არიან უმთავრესად საჯარო მოსამსახურეები, საჯარო მოხელეები, "ქართული ოცნების"აქტივისტები", - განაცხადა თამარ კორძაიამ.