22 დეკემბერი 2024,   10:17
ვრცლად
ინფორმაცია 2025 წლის ბიუჯეტში აისახება და იქნება მითითებული კონკრეტული თანხებიც და სხვა საკითხებიც - ფინანსთა მინისტრის მოადგილე საგრანტო ფონდის შექმნაზე

საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება.

საუბარია ისეთ საგრანტო პროექტებზე, რომლებიც მოქალაქეების ინტერესებზე იქნება მორგებული. ამოცანებს შორის არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტერესებისა და შშმ პირთა უფლებების დაცვა.

პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება. მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას შეფასებები უკვე მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიცია ინიციატივას აკრიტიკებს, მმართველი გუნდი კი საგრანტო ფონდის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ საგრანტო პროგრამა 2025 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისიწნებული და იქ აისახება ყველანაირი დეტალი.

"პრემიერმა ახსენა, რომ ეს პირველი კონკურსი გამოცხადდება იანვარში. შესაბამისად, წლევანდელ ბიუჯეტში ეს არ არის გათვალისწინებული. როდესაც 1 ოქტომბრისთვის 2025 წლის ბიუჯეტი შემოვა, იქ აისახება და იქ იქნება მითითებულიყო კონკრეტული თანხებიც და სხვა საკითხებიც. ამას ვერ დავარქმევდი მოსყიდვის მცდელობას. ეს არის საგრანტო კონკურსი, რომლის მსგავსიც არსებობდა კონკრეტული მიმართულებებით და ეს მიმართულებები იქნება გაფართოებული", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

დღის ამბები