22 დეკემბერი 2024,   09:15
ვრცლად
დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ "ქართულ ოცნებასთან" მომავალ პარლამენტში არ ვითანამშრომლებთ, მიუღებელია იგივენაირად რადიკალური ძალა "ნაციონალური მოძრაობაც" - ბექა ლილუაშვილი

კოალიცია "ცვლილებებისთვის" გამოდის ინიციატივით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელმოწერით დაადასტუროს, რომ არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების პროცესში, არ ითანამშრომლებს "ქართულ ოცნებასთან".

კოალიციის შეთავაზებას ემიჯნება გახარიას გუნდი, სადაც ამბობენ, რომ მათთვის წითელი ხაზია როგორც "ოცნება", ასევე "ნაციონალური მოძრაობა".

"ჩვენ ეს დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ "ქართულ ოცნებასთან" ჩვენ მომავალ პარლამენტში არ ვითანამშრომლებთ. მეორეს მხრივ ჩვენთვის ანალოგიურადვე მიუღებელია იგივენაირად რადიკალური ძალა "ნაციონალური მოძრაობა".

ჩვენო, არც ერთ ჩვენს წევრსო ისე არ შევუშვებთო პარლამენტში, თუ ამაზე ხელი არ მოაწერესო. შიგნით არ ენდობიან ერთმანეთს, ამიტომ ამ ფონზე გასაგებია, თავიანთი შიდა მიზნების მისაღწევად გააკეთეს ალბათ ეს პროცესი. ჯერ ეს რა შოუ იყო მარკერის დაფით სირბილი," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი.

დღის ამბები