12 ოქტომბერი 2024,   01:20
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაცია შეუძლებელია დამოკიდებული იყოს მთავრობაზე - ირაკლი კუპრაძე საგრანტო ფონდის შექმნაზე

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივნის, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, არ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობაზე იყოს დამოკიდებული.

მისი განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი უნდა იყოს მთავრობისგან, ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც.

"არასამთავრობო ორგანიზაცია გულისხმობს საკუთარ თავში მას, რომ არ იყოს დამოკიდებული მთავრობაზე. არასამთავრობო ორგანიზაცია შეუძლებელია დამოკიდებული იყოს მთავრობაზე. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი რესურსულად, პოლიტიკურად და საკუთარ გადაწყვეტილებებში", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

პარტია "ახალი-ს" თანათავმჯდომარის, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის ნიკა გვარამიას განცხადებით, მთავრობის ახალი ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდვას ისახავს მიზნად.

"ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდვა. რა შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეთ ქართული საზოგადოების მიმართ, მათ შორის, მათთვის ჩვეული მოსყიდვის შეთავაზებები, "ქართული ოცნება" ხელისუფლებას დატოვებს 26 ოქტომბერს და საქართველო განვითარდება სწორი, ევროპული და დემოკრატიული მიმართულებით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის ქმნის. ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება. პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს დააინიციირა.

 

დღის ამბები