12 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
"ეს არის მოსყიდვა არასამთავრობო ორგანიზაციების" - ნიკა გვარამია მთავრობის ინიციატივაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ

ოპოზიცია მთავრობის ინიციატივას საგრანტო ფომდის შექმნასთან დაკავშირებით მწვავედ აკრიტიკებს და ორგანიზაციების მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს.

საუბარია ინიციატივაზე - ხელისუფლება ქმნის ფონდს, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება და გრანტებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გასცემს. მთავრობა ამოცანებს შორის ასახელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლას, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირებას, ასევე გარემოს თუ ადამიანის უფლებების დაცვას. პროგრამა  მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს.

"ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ამბობს, რომ რა შემოთავაზებაც არ უნდა ჰქონდეს "ქართულ ოცნებას", იგი 26 ოქტომბერს ხელისუფლებიდას მაინც დატოვებს.

"ეს არის მოსყიდვა არასამთავრობო ორგანიზაციების. რა შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეს ქართული საზოგადოების მიმართ, მათ შორის მათთვის ჩვეული მოსყიდვის შეთავაზებები, "ქართული ოცნება" ხელისუფლებას დატოვებს 26 ოქტომბერს და საქართველო განვითარდება სწორი ევროპული და დემოკრატიული მიმართულებით", - აცხადებს პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.

დღის ამბები