12 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
"უნდათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სამთავრობო ორგანიზაციებად აქციონ" - გიორგი ვაშაძე

ოპოზიცია მთავრობის ინიციატივას საგრანტო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით მწვავედ აკრიტიკებს და ორგანიზაციების მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს.

საუბარია ინიციატივაზე - ხელისუფლება ქმნის ფონდს, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება და გრანტებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გასცემს. მთავრობა ამოცანებს შორის ასახელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლას, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირებას, ასევე - გარემოს თუ ადამიანის უფლებების დაცვას. პროგრამა მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე და პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას" წევრი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მთავრობას სურს, არასამთავრობო ორგანიზაციები სამთავრობოებად აქციოს.

"არასამთავრობო - სიტყვაშიც კი ჩანს, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდათ, რომ აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად. შეხედეთ, რაშია საქმე - ისინი ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მიუკერძოებლები კი არ უნდა იყვნენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდათ რომ დააფინანსონ, რომ ისინი აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად და როგორც პროკურატურა, ანტიკორუფციული ბიურო თუ სამართალდამცავი ორგანოები ხელს აფარებენ მათ კორუფციულ ძარცვის სქემებს, ისე დააფაროს ამ მათ მიერ უკვე შექმნილმა სამთავრობო ორგანიზაციებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით, მათ მიერ კორუფციულ სქემებს,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე

დღის ამბები