14 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
თბილისში, კოსტავას N74-ში, ავტოფარეხების ნაცვლად, დასასვენებელი სივრცე მოეწყო

საბურთალოს რაიონის გამგეობამ მერაბ კოსტავას ქუჩის N74-ში ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. სამუშაოების პირველ ეტაპზე, 10 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. 1 000 კვ. მ ფართობზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა, რის შემდეგაც ასფალტის ახალი საფარი დაიგო.

პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო დასასვენებელი სივრცე, საბავშვო-გასართობი ზონა, სტრიტ ბოლი, განათებისა და სარწყავი ქსელები.

სამუშაოების დასკვნით ეტაპზე, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

აღნიშნულ ტერიტორიაზე "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია. პროექტის ჯამური ღირებულება 300 000 ლარია. დ

ასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოს წევრები - ლევან არველაძე და თათია ჩახვაშვილი მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.

დღის ამბები