17 სექტემბერი 2024,   12:20
ვრცლად
რაჭაში სახალხო დღესასწაული "ონელობა 2024" გაიმართა

რაჭაში სახალხო დღესასწაული "ონელობა 2024" გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა გიგა ჯაფარიძე და მისი საუკუნოვანი იუბილე იყო. ადგილზე მოეწყო კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები.

დააჯილდოვეს 2024 წლის საპატიო და ღვაწლმოსილი ონელები. სტუმრებს კი საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორსა და კულინარიას. სახალხო ზეიმი გალა კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

დღის ამბები