17 სექტემბერი 2024,   12:18
ვრცლად
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები დღეს ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება - მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება

საქართველო დღესაც ჯვაროსნების მოგების მოლოდინშია. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები თბილისის დროით 22:45 საათზე ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ერთა ლიგის მორიგი მატჩი ტირანაში გაიმართება.

უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სანიოლის გაწვრთნილი გუნდის მოწინააღმდეგეებს გულშემატკივართა დიდი მხარდაჭერა ექნებათ.

ქართველი სპორტსმენების ქომაგები კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან.

მატჩის საჯარო ჩვენების სამზადისი დაწყებულია. ტრანსლაცია ღია ცის ქვეშ დამონტაჟებულ მონიტორზე გაიმართება. გულშემატკივრებისთვის თამაშამდე 2 საათით ადრე ადგილზე ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი სივრცეები და სასიამოვნო მუსიკაც დახვდებათ.

საჯარო ჩვენების გამო რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა ხვალ დღის 12 საათამდე შეიზღუდება.

დღის ამბები