კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან - არიან დაშავებულები, მათ შორის მეხანძრეები. ხანძრის გამო, საფრთხე უკვე 36 000-ზე მეტ შენობას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს ემუქრება.
სან-ბერნარდინოს ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მოსახლეობისთვის გაცემულია სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება.
ხანძარი 5 სექტემბერს ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთით გაჩნდა. ამ დროისთვის უკვე დამწვარია დაახლოებით 8,580 ჰექტარი. ამ დროისთვის ხანძრის მხოლოდ 3%-ია ლოკალიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.