17 სექტემბერი 2024,   14:07
ვრცლად
"აქ მოსაგებად ჩამოვედით" - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს შეხვდება

რამდენიმე საათი საქართველო-ალბანეთის შეხვედრამდე. მატჩი ტირანაში 22:45 დაიწყება. ქართველი ფეხბურთელები პრინციპული მატჩისთვის ემზადებიან და ამბობენ, რომ განწყობა საბრძოლოა.

მატჩს ალბანეთის დედაქალაქში ქართველი გულშემატკივრებიც დაესწრებიან. ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპულია, რადგან ორივემ ერთა ლიგის ახალი გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4-1 სძლია, ალბანეთმა კი უკრაინას 2-1 მოუგო. გამარჯვებული ჯგუფში ლიდერი გახდება, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად.

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი ლუკა ლოჩოშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრები მოსაგებად არის ჩასული.

"დაძაბული ბრძოლა უნდა იყოს, რადგან ისინი სახლში ძალიან კარგად თამაშობენ. ჩვენ ისინი შევისწავლეთ და მაქსიმუმს ვეცდებით. აქ მოსაგებად ჩამოვედით," - აცხადებს ლოჩოშვილი. 

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრის საბა გოგლიჩიძის თქმით საქართველოს ნაკრები დღეს კარგ თამაშს ითამაშებს. 

"ალბანეთი ძლიერი მეტოქეა, უკრაინასთანაც მოგებით დაასრულა თამაში. ამ მეტოქეს ვაფასებთ, როგორც ყოველთვის. მოვემზადეთ ძალიან კარგად და ვეცდებით ვითამაშოთ ჩვენი კარგი თამაში," - აცხადებს გოგლიჩიძე. 

დღის ამბები