14 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
"ქართული ოცნების" სიის პირველ ოცეულში, სპორტსმენები - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი არიან

მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის სათავეში, პირველ ნომრად, ბიძინა ივანიშვილია. სიის ოცეულში არიან სპორტსმენებიც - მე-7 ნომრად ლაშა ტალახაძე; მე-10 ნომრად კი გენო პეტრიაშვილი.

2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული:

1. ბიძინა ივანიშვილი;

2. ირაკლი კობახიძე;

3. ირაკლი ღარიბაშვილი;

4. შალვა პაპუაშვილი;

5. მამუკა მდინარაძე;

6. თეა წულუკიანი;

7. ლაშა ტალახაძე;

8. ვახტანგ თურნავა;

9. მაკა ბოჭორიშვილი;

10. გენო პეტრიაშვილი;

11. სოზარ სუბარი;

12. მარიამ ქვრივიშვილი;

13. ანრი ოხანაშვილი;

14. ნიკოლოზ სამხარაძე;

15. ეკა ჭიჭინაძე;

16. შოთა ბერეკაშვილი;

17. ლევან მახაშვილი;

18. მიხეილ ყაველაშვილი;

19. გიორგი გაბუნია;

20. ლიკა შარტავა.

არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

 
დღის ამბები