22 დეკემბერი 2024,   10:13
ვრცლად
"14 მილიარდი ევრო საქართველოსთვის" - "ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო ღონისძიება გამართა

"14 მილიარდი ევრო საქართველოსთვის" - ამ სახელწოდებით, საარჩევნო ღონისძიება გამართა "ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ." თინა ბოკუჩავასა და გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დაჩქარდება ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანა მიიღებს 14 მილიარდს, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოხმარდება.

"გასულ კვირას ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ხუთი საპროგრამო პრიორიტეტი საქართველოს ევროპული კეთილდღეობისთვის, სადაც პირველი პრიორიტეტი არის – კი ევროპას! ჩვენი პირველი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, პროცესი, რომელშიც პრეზიდენტ სააკაშვილს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და რომელიც, ერთიანი ძალებით აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ხელისუფლების ცვლილებისთანავე, გპირდებით, კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე. ამ მომენტიდან საქართველოს ეძლევა წვდომა ევროკავშირის გაწევრიანების 14-მილიარდიან ფონდზე, რასაც ივანიშვილის "ქართული ოცნება" დღესდღეობით ბლოკავს. ეს არის მილიარდობით ევრო, რომელიც სხვა ქვეყნებმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე გამოიყენეს, მაგალითად, საჭიროების მქონე ოჯახების კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის; მიზნობრივი ჯგუფებისთვის, როგორიც არიან დევნილები ან სიღარიბის ზღვარს მყოფი ოჯახები, მათთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის; ჯანდაცვის სხვადასხვა სერვისების დაფინანსებისთვის; სკოლების მშენებლობისთვის და მასწავლებლების გადამზადებისთვის; ათასობით სტუდენტისთვის გაცვლილთ პროგრამების სრული დაფინანსებისთვის.

შარშან, ქართველი ხალხის ძალისხმევით, საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ეს მონაპოვარი გაფლანგა და გაყინა ევროინტეგრაციის პროცესი, რითაც გაყინა მილიარდობით ევროს დაფინანსება საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. ჩვენ სწრაფი ტემპით აღვადგენთ ევროინტეგრაციის პროცესს. გავაფორმებთ უვიზო მიმოსვლას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მოვიზიდავთ მილიონობით ევროს და დოლარის ინვესტიციებს ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავაშენებთ ლაზიკის ღრმაწყლოვან პორტს, რომლის იდეის მთავარი სულისჩამდგმელი პრეზიდენტი სააკაშვილია და რომელსაც დღეს ივანიშვილი სწორედ საქართველოს აღმშენებლობისთვის დევნის, მოვიზიდავთ შუა დერეფნის პროექტის უზარმაზარ ეკონომიკურ რესურსებს, რასაც ივანიშვილი ბლოკავს და საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე აყენებს. 14 მილიარდი ევრო საქართველოს ევროპული კეთილდღეობისთვის თუ დაბლოკილი ევროპული მხარდაჭერა და მილიარდობით მოპარული ლარი ივანიშვილის კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეებში. არჩევანი მარტივია. მჯერა, ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში და ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები