16 აგვისტო 2026,   14:21
ვრცლად
"ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლებს გაიტანო, ვერ დავიჯერებდი, პოზიციიდან გამომდინარე..." - გიორგი ქოჩორაშვილი

ბავშვობაში შეიძლება არც წარმომედგინა, რომ ჩემი პოზიციიდან შემძლებოდა ორი გოლის გატანა ორ თამაშში - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ალბანეთთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

"ბავშვობაში შეიძლება არც წარმომედგინა, რომ ჩემი პოზიციიდან შემძლებოდა ორი გოლის გატანა ორ თამაშში. ყველაზე მეტად იმით ვარ კმაყოფილი, რომ გუნდმა ორივე თამაში მოვიგეთ. ვიცით, რომ მეორე თამაში შეგვეძლო უკეთესადაც გვეთამაშა, მაგრამ ახლა გვაქვს ერთ თვიანი სანაკრებო შესვენება, მაგრამ წავალთ გუნდებში, უფრო მეტად მოვუმატოთ და დავბრუნდეთ უკრაინასთან თამაშში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია," - ამბობს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი.

ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - "ჯვაროსნებმა" მეტოქეს ანგარიშით 0:1 სძლიეს. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა

ამ გამარჯვებით, საქართველო ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მას, საერთო ჯამში, 6 ქულა აქვს. 

დღის ამბები