22 დეკემბერი 2024,   07:00
ვრცლად
თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს

სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს - შემთხვევა ბეიოღლუს რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალს სასიკვდილოდ, თავისმა შეყვარებულმა სცემა.

პირველადი დახმარება მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მედია ასევე წერს, რომ სავარაუდო დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა მას სასტუმროს თანამშრომელი აედევნა და დააკავა. მომხდარ ფაქტთან, დაკავშირებით მიმდინარეობს ძიება.

 

დღის ამბები