13 ოქტომბერი 2024,   02:46
ვრცლად
ეს გამარჯვება დავიმსახურეთ - ვილი სანიოლი

პირველი ტაიმში ბევრი რამ არ იყო კარგად. ვეცადეთ, გამოგვესწორებინა შეცდომები და მეორე ტაიმში მეტი აგრესიით ვითამაშეთ, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი საუბრობს. მისი თქმით, ნაკრებმა ეს გამარჯვება დაიმსახურა. 

"დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ის საუბარი იყო, რომელიც შესვენებაზე ფეხბურთელებთან შედგა. პირველი ტაიმში ბევრი რამ არ იყო კარგად. ვეცადეთ, გამოგვესწორებინა შეცდომები და მეორე ტაიმში მეტი აგრესიით ვითამაშეთ. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. პირველ ტაიმში მიღებული დარტყმის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მატჩი ძლიერი ტკივილით ითამაშა. სურდა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო მოედანზე. ის ძალიან კარგი და შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა. ბოლო 15-20 წუთში მეტი მოძრაობა გვჭირდებოდა, ამიტომ, თამაშში დავითაშვილი ჩაერთო და ეს ძალიან კარგად გააკეთა. ოქტომბრის მატჩებამდე ოთხი კვირაა, ფეხბურთელები კლუბებში ბრუნდებიან და მსურს, რომ მომდევნო თამაშებს ტრავმების გარეშე შევხვდეთ. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ ოქტომბერში იგივე მიდგომა და გარემო გვქონდეს გუნდში. მხოლოდ ასე შევძლებთ წარმატებული თამაშის გაგრძელებს." - ამბობს ვილი სანიოლი.

ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - "ჯვაროსნებმა" მეტოქეს ანგარიშით 0:1 სძლიეს. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა

ამ გამარჯვებით, საქართველო ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მას, საერთო ჯამში, 6 ქულა აქვს.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი 

დღის ამბები