12 ოქტომბერი 2024,   02:04
ვრცლად
ტრამპმა ყველაზე დიდი უმუშევრობა დაგვიტოვა, ჩვენ მოვაწესრიგეთ არეულობა - კამალა ჰარისი

ტრამპმა ყველაზე დიდი უმუშევრობა დაგვიტოვა, ჩვენ მოვაწესრიგეთ არეულობა, - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან კამალა ჰარისი.

კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპთან გამართული დებატებისას განაცხადა, რომ მას, ტრამპისგან განსხვავებით, გეგმა აქვს.

"ამ ტრიბუნასთან ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელსაც გეგმა აქვს. რომელიც მიმართულია საშუალო ფენისა და ამერიკელი მშრომელების გაძლიერებისკენ. ჩემი ოპონენტის გეგმაა გააგრძელოს იმის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდა - დაუწესოს საგადასახადო შეღავათები მილიარდერებს და მსხვილ კორპორაციებს. ჩემს ოპონენტს გეგმა აქვს, რომელსაც მე ტრამპის გაყიდვების გადასახადს ვუწოდებ. ეს საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე, რომელიც თვის განმავლობაში გჭირდებათ, 20%-ის გადასახადია. ტრამპმა ყველაზე დიდი უმუშევრობა დაგვიტოვა. ჩვენ მოვაწესრიგეთ არეულობა", - განაცხადა ჰარისმა. 

დღის ამბები