ბათუმში შავი ზღვის ფესტივალი დაიწყო. ის წელს მე-11-ედ ტარდება. ფესტივალს ტრადიციულად ელისო ბოლქვაძე მასპინძლობს. შავი ზღვის ფესტივალმა იუნესკოს ორგანიზაციის უწყვეტი პატრონაჟი მოიპოვა. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ქართველ ახალგაზრდა მუსიკოსებს შორის, ჩატარდება კონკურსი, გამარჯვებულს პრემიას გადასცემენ.
პარალელურად, კლასიკური მუსიკის ცნობილი შემსრულებლები მასტერკლასებს ჩაატარებენ. შავი ზღვის ფესტივალი ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში ტარდება.