"დღეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე გახლდით, სადაც იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობდა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი არის ის გარანტია, რომელიც ხმას ჩააკმენდინებს "გაყალბდა, გაყალბდა"-ს დამკვიდრების მსურველებს.“- ამის შესახებ წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ადგილზე გაეცნო ვითარებას და ერთ-ერთ დამკვირვებლის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებს" წარმოადგენდა, შეფასება გადმოსცა, რომელმაც დაადასტურა, რომ "ელექტრონული სისტემისა და კომისიის წევრების მიერ საქმისადმი ასეთი დამოკიდებულების პირობებში არჩევნები არამარტო სამართლიანად, არამედ მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს".
"დღეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე გახლდით, სადაც იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობდა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი არის ის გარანტია, რომელიც ხმას ჩააკმენდინებს "გაყალბდა, გაყალბდა"-ს დამკვიდრების მსურველებს. კომისიის წევრები საკმაოდ კარგად არიან მომზადებული და ფაქტობრივად არ არსებობს კითხვა, რომელზეც ამომწურავი პასუხი არ ჰქონდეთ. მოქალაქეებიც-პირობით ამომრჩევლებიც კარგად იყვნენ ინფორმირებული. საინტერესოა, რომ გავესაუბრე ერთ-ერთ დამკვირვებელს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებს" წარმოადგენდა, მანაც დაადასტურა ამ ელექტრონული სისტემისა და კომისიის წევრების მიერ საქმისადმი ასეთი დამოკიდებულების პირობებში არჩევნები არამარტო სამართლიანად, არამედ მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. ახლა უკვე ჯერი ამომრჩევლებზე და დამკვირვებლების სინდისზეა!“, -წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.