13 ოქტომბერი 2024,   02:44
ვრცლად
დამოკიდებულება, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში იკადრეს, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის - კახა კალაძე როთის ვიზიტზე

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. როთი საქართველოს 16-18 სექტემბერს ეწვევა, შემდეგ კი სომხეთში გაემგზავრება. "მოუთმენლად ველი მეგობრებთან, მოკავშირეებსა და ერთგულ ევროპელებთან შეხვედრას საქართველოსა და სომხეთში"- წერს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოცნების წევრები არ აპირებენ შეხვედრას პოლიტიკოსთან, რომელიც რადიკალური ოპოზიციის აქციებზე იდგა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობდა და ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებდა.

თბილისის მერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეში ჩარევა მმართველი გუნდისთვის მიუღებელია.

"ის, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ან მაღალი თანამდებობის პირი, და აკეთებს განცხადებას - ეს არის ძალიან მძიმე. ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში, ასეთ პოლიტიკოსს ხელს მოჰკიდებდნენ და გააპანღურებდნენ აქედან.

ეს დამოკიდებულება, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში იკადრეს, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამას არ დავუშვებთ,"- აცხადებს კალაძე.

დღის ამბები