იმიტირებული კენჭისყრის მიმდინარეობას ცესკოს თავმჯდომარე გაეცნო. პროცესს საარჩევნო ადმინისტრაციის აპარატისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები აკვირდებიან.
გიორგი კალანდარიშვილმა, არჩევნებამდე 45 დღით ადრე, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"საარჩევნო ადმინისტრაცია მორიგ უპრეცედენტო საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს, რომელიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტში 598 საარჩევნო უბანზე ხორციელდება. ეს არის იმიტირებული კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც არის მორიგი შესაძლებლობა ნებისმიერი მსურველისთვის, არჩევნებში ჩართული ნებისმიერი მხარისთვის, მოვიდეს, თავად გამოცადოს პრაქტიკაში, თუ როგორ მუშაობს აპარატები,“ - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.
არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.