19 სექტემბერი 2024,   11:48
ვრცლად
სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ, იაპონიის ზღვის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

ოფიციალური სეულის განცხადებით, ფხენიანიდან გაშვებულმა რაკეტებმა 360 კილომეტრი იფრინეს, რაც საკმარისი მანძილია სამხრეთ კორეის უდიდეს ქალაქებზე დარტყმის მისატანად.

სამხრეთ კორეის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი მომხდარს პროვოკაციად აფასებს და ფხენიანისთვის პასუხის გასაცემად ემზადება.

დღის ამბები