09 ოქტომბერი 2024,   13:55
ვრცლად
მათ ტყუილებს უკვე ერთდღიანი სიცოცხლისუნარიანობაც კი არ აქვთ და პეპელაზე უფრო ცოტა ხანს ცხოვრობენ - არჩილ გორდულაძე ენმ-ზე

14 მილიარდი ევრო საქართველოსთვის - წინასაარჩევნოდ, "ნაციონალური მოძრაობის" ამ დაპირებას მმართველ გუნდში მორიგ დეზინფორმაციად აფასებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, არჩილ გორდულაძის თქმით, ეს ოპოზიციის მხრიდან მოსახლეობის მოტყუების კიდევ ერთი მცდელობაა.

"ჟურნალისტები რომ ჩაეკითხნენ თუ რა 14 მილიარდზეა ლაპარაკი - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, ხატია დეკანოიძე ამ კითხვას გაექცა. ასეთი თანხები ბუნებაში არ არსებობს. მათ ტყუილებს უკვე ერთდღიანი სიცოცხლისუნარიანობაც კი არ აქვთ და პეპელაზე უფრო ცოტა ხანს ცხოვრობენ, სამი წუთის განმავლობაში", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები