14 ოქტომბერი 2024,   02:09
ვრცლად
რადიკალური ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას არ ატარებს, მთლიანად არიან დამოკიდებულები გარე ძალების მხრიდან გაჟღერებულ მესიჯბოქსებზე - ლევან მაჭავარიანი

"გირჩი მეტი თავისუფლების" ამერიკაში ვიზიტს შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.

უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს, ამიტომ ისინი ხშირად დადიან საზღვარგარეთ ქვეყნისთვის საზიანო მითითებების მისაღებად.

"რადიკალური ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას არ ატარებს. მთლიანად არიან დამოკიდებულები გარე ძალების მხრიდან გაჟღერებული მესიჯბოქსის შემდეგ უფრო ჩაშლაზე. ხშირად დადიან საზღვარგარეთ, რა თქმა უნდა, ხვდებიან თავიანთ უცხოელ უფროსებს, ვისგანაც დავალებას იღებენ და შემდგე ცდილობენ, რომ ეს დავალებები შეასრულონ. სამწუხაროდ, ისინი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებენ. მხოლოდ "ქართული ოცნებაა" ის პარტია, ვის პირობებშიც გადაწყვეტილებები საქართველოში მიიღება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები