22 დეკემბერი 2024,   10:05
ვრცლად
საზღვარგარეთ მყოფ "კრიმინალურ ავტორიტეტს" მოქალაქისგან თანხის გამოძალვაში ეხმარებოდნენ - პოლიციამ ქვემო ქართლში 3 პირი დააკავა

პოლიციამ ქვემო ქართლში ჯგუფურად ჩადენილ თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მასში ნათქვამია, რომ დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დაკავებულები არიან: 2005 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჰ.ა., ამავე წელს დაბადებული ვ.მ. და 2007 წელს დაბადებული კ.ა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჰ.ა. და კ.ა. საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქისგან თანხის გამოძალვაში ეხმარებოდნენ. ბრალდებულებმა აღნიშნული მოქალაქის დასაშინებლად, ფულის გამოძალვის მიზნით, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს, რომელიც არ აფეთქდა.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ ვ.მ.-სთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - წერია ინფორმაციაში.

დღის ამბები