22 დეკემბერი 2024,   10:04
ვრცლად
ძალიან სასიამოვნოა ამ ტიპის შეხვედრების ჩატარება იმ თვალსაზრისით, რომ ქართული ფეხბურთის პოპულარიზაცია კიდევ უფრო მოვახდინოთ - კახა კალაძე ვარსკვლავების მატჩზე

21 სექტემბერს, თბილისში, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება. შეხვედრაში ისეთი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან კაკა, დიდა, კაფუ, ძმები არველაძეები, კახა კალაძე, გიორგი ქინქლაძე და სხვები. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება.

"ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს ამ თამაშს, რადგან ამ კლუბთან ასოცირდება ჩემი სპორტული წარმატება და საკლუბო დონეზე, თუკი რამის მოგება შეიძლება იოცნებოს ფეხბურთელმა, ყველაფერი მოგებული მაქვს. კიდევ ერთხელ შევხვდები ჩემს მეგობრებს, ვისთანაც 10 წელი გავატარე. მეორე მხარე არის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები. ძალიან მიხარია და სასიამოვნოა ამ ტიპის შეხვედრების ჩატარება. იმ თვალსაზრისით, რომ ქართული ფეხბურთის პოპულარიზაცია კიდევ უფრო მოვახდინოთ,"- აცხადებს თბილისის მერი, ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძე.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი. 

დღის ამბები