17 აგვისტო 2026,   03:05
ვრცლად
"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები ბაღდათის მოსახლეობასთან გრძელდება

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის სოფლების: პირველი და მეორე ობჩის, ასევე წითელხევის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე.

"ბოლო წლებში, ამ სოფლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები: მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა გარე განათება, სანიაღვრე სისტემები და ცხაურები. პირველ ობჩაში მიმდინარეობს წყლის სისტემის მშენებლობა, რის შედეგადაც 216 ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს,“ - განაცახადა ზვიად შალამბერიძემ.

დღის ამბები