19 სექტემბერი 2024,   02:44
ვრცლად
SpaceX-ის კოსმოსურმა ხომალდმა მისია Polaris Dawn-ის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დააბრუნა

SpaceX-ის კოსმოსურმა ხომალდმა Crew Dragon მისია Polaris Dawn-ის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დააბრუნა.

მისიის შემდეგ, რომელიც ხუთი დღე გაგრძელდა, მისიის წევრები ფლორიდის მახლობლად დაეშვნენ.

Polaris Dawn-ის ფარგლებში არაპროფესიონალი ასტრონავტები - მილიარდერი ჯარედ აიზეკმანი და SpaceX-ის ინჟინერი სარა ჯილისი ღია კოსმოსში პირველად გავიდნენ. Nasa-ში მისია შეაფასეს როგორც გიგანტური ნახტომი კოსმოსის კომერციალიზაციის ინდუსტრიისთვის.

დღის ამბები