22 დეკემბერი 2024,   10:22
ვრცლად
არც სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს თავისი გადაწყვეტილების მიხედვით, არც "ლელო" და გახარია იმოქმედებს თავისი სურვილის მიხედვით - ნინო წილოსანი

პრეზიდენტის შეთავაზებას, პოზიტიური მესამე ცენტრის ჩამოყალიბების, მათ შორის, "ლელოსა" და გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობის თაობაზე, უმრავლესობაში აფასებენ. მათი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მოწოდება გარედან შემოსული კიდევ ერთი დირექტივაა, რომელსაც პოლიტიკური სუბიექტები ასრულებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განმარტებით, პრეზიდენტის წინასაარჩევნო პროცესში ჩართვა, კონსტიტუციის მორიგი დარღვევაა.

"არც სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს თავისი გადაწყვეტილების მიხედვით, არც "ლელო" და გახარია იმოქმედებს თავისი სურვილის მიხედვით. ისინი თავისთავად ასრულებენ იმ დაკვეთას და იმ სცენარით იმოქმედებენ, რასაც გარედან ეტყვიან. სალომე ზურაბიშვილის მოწოდება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვერც გახარია და ვერც "ლელო" ბარიერს ვერ ლახავს. არაკონსტიტუციური სუბიექტია და ეს თავად საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, ამიტომ მისთვის უკვე აღარაფრად აღარ ღირს, რომ კიდევ ერთხელ გადააბიჯოს კონსტიტუციას და იმ საკუთარ უფლებამოსილებას, რომელიც მყარად არის გაწერილი კონსტიტუციაში", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები