პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, "ლელოსა" და გახარიას პარტიების გაერთიანების საკითხში სალომე ზურაბიშვილის მედიატორობა გარე ძალების დირექტივაა, რომელსაც ის ზედმიწევნით ასრულებს.
კირცხალიას განმარტებით, ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი ამომრჩეველი საკადრის პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს.
"მათი გაერთიანება და მისი თამადობაც ამ ყველაფერში, პირდაპირპროპორციულად კავშირშია გარე ძალებთან, რომლისგანაც იმართებიან. მიიღეს დავალება, დაიბარა, ბიჭები მიდიან და შეასრულებენ. მაგრამ, სახელმწიფოებრივად წინასაარჩევნო პერიოდში, პირდაპირ გეუბნებით, მათ პრინციპებს, მორალს და ღირებულებებს, რის საფუძველზეც ერთიანდებიან, 26 ოქტომბერს მათივე ამომრჩეველი საკადრის პასუხს გასცემს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.