19 სექტემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ჩვენთვის ყოველთვის გაუგებარი და გულდასაწყვეტი არის ხოლმე ის განცხადებები, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ კეთდება - არჩილ გორდულაძე

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის, ასევე "ალტ-ინფოს" დამფუძნებლისა და ერთ-ერთი წევრის დასანქცირებასთან დაკავშირებით, საქართველოში აფასებენ. უმრავლესობის განცხადებით, გუშინ მიღებული გადაწყვეტილება საარჩევნო კამპანიაში ჩარევის და ზეგავლენის მორიგი მცდელობაა.

"ჩვენთვის ყოველთვის გაუგებარი და გულდასაწყვეტი არის ხოლმე ის განცხადებები, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ კეთდება. ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც მიმართულია "ქართული ოცნების" გუნდის წინააღმდეგ, ყოველთვის ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არის მცდელობა საარჩევნო კამპანიაში ჩარევისა და მასზე ზეგავლენის მოხდენის, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ზუსტადაც ჩვენს სტრატეგიულ ქვეყნებშიც აკრძალულია გარედან ჩარევები", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები