12 ოქტომბერი 2024,   01:20
ვრცლად
ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის სამთავრობო დელეგაციას, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ნიკოლ ფაშინიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა. მანამდე ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშიც იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით ჩამოსულმა ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძესთან რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობის გარდა, ისაუბრა სტრატეგიულ პროექტებზეც, რომლებშიც სომხეთმა მონაწილეობის სურვილი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოთქვა. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრისას მხარეებმა დიდი დრო დაუთმეს ეკონომიკურ საკითხებსაც. ასევე აღინიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღმავებას პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხების ახალ ეტაპზე გადასვლაში მნიშვნელოვანი როლი აქვს

დღის ამბები