12 ოქტომბერი 2024,   01:02
ვრცლად
ამნისტიის იდეა რამდენიმე ათას ადამიანს საშუალებას მისცემს რესოციალიზაცია მოახდინოს და დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს - ნინო წილოსანი

მე-10 მოწვევის ბოლო სასესიო კვირაში, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მესამე მოსმენით იმსჯელებენ. ამნისტია ამ სახით მიუღებელია ოპოზიციის ნაწილისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს კონკრეტული კანონპროექტი ჰუმანურ მიდგომას მოკლებულია.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, ამნისტიის იდეა რამდენიმე ათას ადამიანს საშუალებას მისცემს რესოციალიზაცია მოახდინოს და დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს.

მისი განმარტებით, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ასეთ ჰუმანურ აქტებშიც არ უერთდება მმართველ გუნდს.

"ეს იდეა რამდენიმე ათას ადამიანს მისცემს საშუალებას, რომ რესოციალიზაცია მოახდინოს და დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს. ეს არის უზომოდ ჰუმანური აქტი. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ასეთ და ძალიან თვალნათელ ჰუმანურ აქტებშიც კი არ უერთდება მმართველ გუნდ. ოპოზიციის პარლამენტში მუშაობა ნამდვილად ირონიულია, თუმცა რაღაც სახის შენარჩუნებისთვის ღირდა, რომ რაიმე პოზიცია დაეფიქსირებინათ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები