19 სექტემბერი 2024,   08:53
ვრცლად
პირველად ისტორიაში - ესტონელი აკრობატი აზიიდან ევროპაში თოკით გადავიდა

ესტონელი აკრობატი იან რუზი, ისტორიაში პირველად, თოკით აზიიდან ევროპაში გადავიდა, რომელიც ბოსფორის სრუტეზე გადებულ ხიდზე, 168 მეტრის სიმაღლეზე იყო გაჭიმული.

რუზმა აზიის კონტინენტიდან ევროპის კონტინენტზე გადასვლა სპეციალური თოკით შეძლო, რომლის სიგრძე 1074 მეტრს შეადგენდა. აკრობატს ამ მანძილის გასავლელად მხოლოდ 47 წუთი დასჭირდა.

სპორტსმენის განცხადებით, მოხარულია, რომ ეს ისტორიული გადასვლა შეძლო, რადგან ბოსფორის სრუტე თავისი ისტორიითა და ამინდის ცვლილებებით უნიკალური ადგილია თოკზე გასავლელად. 

დღის ამბები