22 დეკემბერი 2024,   10:20
ვრცლად
საქართველოს მთავრობის ბოლო ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთზე და იმგვარი განცხადებები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გუშინ გააკეთა, არ ეხმარება საქართველოსა და ქართველ ხალხს - რობინ დანიგანი

შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციებზე პირველი კომენტარი გააკეთა რობინ დანიგანმა. ელჩმა გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

დიპლომატმა მედიისთვის განცხადება ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც შტატებთან არსებული ურთიერთობების დინამიკასა და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

"საქართველოს მთავრობის ბოლო ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთზე და იმგვარი განცხადებები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გუშინ გააკეთა, არ ეხმარება საქართველოსა და ქართველ ხალხს. ქმედებები და განცხადებები,რომელიც სამომავლოდ საქართველოს დასავლეთისგან, ევროპისგან და აშშ-სგან იზოლაციას ემსახურება არ არის ქართველი ხალხის ინტერესში. ქართველი ხალხის უმრავლესობამ უკვე თქვა, რომ მათი მომავალი დასავლეთთან და ევროპასთანაა და ეს ქმედებები და განცხადებები კი ამას არ ემსახურება. გავიმეორებ, რომ მსოფლიოში არ არსებობს აშშ-ზე ძლიერი
მხარდამჭერი ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას, რათა გახდეს უფრო ძლიერი და ეკონომიკურად გამართული, რომელიც გახდება ევროკავშირის წევრი. განცხადებები, რომელიც საქართველოს აშშ-ს აშორებს, არავისთვისაა სასარგებლო", - განაცხადა დიპლომატმა. 

 

დღის ამბები