13 ოქტომბერი 2024,   01:53
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პრემიერის მხრიდან, საფერავის ყურძნის დროულად დაბინავებასთან დაკავშირებით - ოთარ შამუგია

ფერმერებმა, ყურძნის გაყიდვით, 197 მილიონის შემოსავალი მიიღეს - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. ამავე ცნობით, კახეთში გადამუშავებულია 146 ათასი ტონა ყურძენი, ამ ეტაპისთვის, მოსავალი 12 ათასზე მეტმა მევენახე ფერმერმა დააბინავა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო საწარმო ყურძნის მიღებას 18 ლოკაციაზე ახორციელებს.

"ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პრემიერის მხრიდან, საფერავის ყურძნის დროულად დაბინავებასთან დაკავშირებით. დღეს უკვე სახელმწიფო საწარმო 18 ლოკაციაზე ახორციელებს ყურძნის მიღებას. ჩვენ ერთ კილოგრამ საფერავის ჯიშის ყურძენში მევენახეებს ვუნაზღაურებთ ლარსა და 50 თეთრს. იმედია, რომ იმ მევენახეებს, ვინც 14 სექტემბრამდე ჩააბარა აღნიშნული ჯიშის ყურძენი, მათ ღვინის სააგენტო დაუკომპენსირებს სხვაობას", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ამ ეტაპზე, 150 000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.

"საკოორდინაციო შტაბი მუშაობას 24 საათის განმავლობაში. მიმდინარეობს რთველის მონიტორინგი, ყურძნის გადამუშავების პროცესზე. შეძლების და გვარადა, კომუნიკაციაში ვეხმარებით ფერმერებს და კერძო სექტორს, ამ ეტაპზე 150 000 ტონაზე მეტი არის გადამუშავებული, მათ შორის, აქტიურობს კერძო სექტორიც. 100 000 ტონაზე მეტი სწორედ კერძო სექტორის მიერ არის გადამუშავებული. ასევე, აქტიურად იბარებს სახელმწიფო მოსავლის მართვის კომპანია, რათა მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს მევენახეებს", - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

დღის ამბები