19 სექტემბერი 2024,   22:25
ვრცლად
ლატვიის ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტის დაფიქსირების გამო, მოიერიშე თვითმფრინავები გაგზავნეს

ლატვიის საჰაერო ძალებმა, ბელარუსიდან შემოსული ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნეს, რის გამოც ქვეყნის საჰაერო ძალებმა მოიერიშე თვითმფრინავები პატრულირებაზე გაგზავნეს.

საბოლოო ჯამში, ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩიტების გუნდი აღმოჩნდა.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, სათვალთვალო მოწყობილობებმა ფრინველების ამოცნობა ვერ შეძლეს და პოტენციურ საფრთხედ აღიქვეს.

 

დღის ამბები