22 დეკემბერი 2024,   10:19
ვრცლად
მეცნიერები წყალქვეშა ნავ "ტიტანის" აფეთქების ახალ დეტალებზე საუბრობენ

მეცნიერები წყალქვეშა ნავ "ტიტანის" აფეთქების ახალ დეტალებზე საუბრობენ, რომელიც ხომალდის გაუმართაობაზე მიუთითებს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს. 

პირველადი თეორიის მიხედვით, გემზე აფეთქება შიგნით მოხდა, რადგან მას შიდა კორპუსი შედარებით სუსტი ჰქონდა, რომელმაც წყლის სიღრმისგან გამოწვეულ წნევას ვერ გაუძლო და აფეთქდა.

სასამართლო სხდომაზე, ერთ-ერთმა მეცნიერმა ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, რომ წყალქვეშა ნავი, "ტიტანიკის" დასათვალიერებლად გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო გაუმართავი.

დოქტორ სტივენ როსის თქმით, გაუმართაობამ გამოიწვია ბორტზე მყოფი მგზავრების "ვარდნა", რის გამოც ეკიპაჟის ერთი წევრი საყრდენ ნაწილს დაეჯახა. ფიზიკოსის თქმით, სწორედ ამ ადგილიდან შეაღწია პირველად წყალმა წყალქვეშა ნავში.

ცნობისთვის, წყალქვეშა გემი გასული წლის ივნისში, აფეთქების შედეგად ჩაიძირა, ბორტზე მყოფი ხუთივე პირი კი დაიღუპა. "ტიტანი" დისტანციურად მართვადი აპარატი იყო, რომელიც "ტიტანიკის" დათვალიერების მსურველთა ტრანსპორტირებისთვის შეიქმნა. აფეთქების დროს, აპარატი სწორედ ტიტანიკის დასათვალიერებლად მიემართებოდა.

 

დღის ამბები