20 სექტემბერი 2024,   15:39
ვრცლად
[VIDEO] კალიფორნიაში ძვირადღირებული იახტა ჩაიძირა

აშშ-ში, კალიფორნიაში, მარინა-დელ-რეის პორტში გაჩერებული ძვირადღირებული იახტა ჩაიძირა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იახტის ჩაძირვის მიზეზი ბორტზე გაჩენილი ხანძარი გახდა. გემი, ვიდრე ჩაიძირებოდა, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იწვოდა.

ჯერჯერობით ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ხანძარი გემის ბორტზე დასაწყობებული ფეიერვერკებისა და საბრძოლო ვაზნების აალებამ გამოიწვია. იახტის მფლობელის განცხადებით, გემზე, დაახლოებით, 1000 საბრძოლო ვაზნა ინახებოდა.

იახტა სახელად "ადმირალი" 985 000 დოლარად იყო შეფასებული.

დღის ამბები