20 სექტემბერი 2024,   14:26
ვრცლად
საზოგადოებას ატყუებენ, თითქოს რაღაცაზე ხვდებიან, თითქოს რაღაცაზე ვერ თანხმდებიან - ვინ ეკითხება ან ერთს, ან მეორეს, რამეზე შეთანხმდებიან თუ არა - რატი იონათამიშვილი ხაზარაძე-გახარიაზე

რატომ არ შედგა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური ალიანსი? მიზეზად დასახელდა "ლელოსთან" გაერთიანებაში მყოფი ლევან ცუცქირიძის განცხადება. ეს არგუმენტი გავიგეთ მამუკა ხაზარაძისგან, მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, თუ როგორ მიმდინარეობდა პროცესები - ტექსტში "ლელოს" ლიდერი ამბობს, რომ გახარიას გუნდმა მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზად სწორედ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ცუცქირიძის მიერ გაკეთებული განცხადებები დაასახელა, თუმცა ეს მიზეზი, მამუკა ხაზარაძის თქმით, არ გამოიყურება სერიოზულად და გიორგი გახარიამ უნდა აუხსნას ყველას, რატომ ჩაშალა პროცესი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის სახე სამარცხვინოა.

"ატყუებენ საზოგადოებას - თითქოს, რაღაცაზე ხვდებიან, თითქოს რაღაცაზე ვერ თანხმდებიან... ვინ ეკითხება ან ერთს ან მეორეს, რამეზე შეთანხმდებიან თუ არა, ბრძანება მათთვის არის მორჩილების ტოლფასი, ასეთი მორჩილი ადამიანები რომ არიან, რომელთაც არანაირი "მე" და არანაირი პოზიცია არ გააჩნიათ, იმიტომაც არის რადიკალური ოპოზიციის სახე სამარცხვინო,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები